logo
ENG



ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანის პრეზენტაცია გაიმართა

29 ოქტ 201920:48
3 წუთის საკითხავი
 
p790yiqmalye8ze.jpg

სტამბის წიგნებში ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანის „38, 44“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს ერთგვარი წიგნი-ინსტალაცია. 90-იანი წლების ბოლოდან 2000-იანში გარდამავალი თბილისის მდგომარეობის ავტორისეული ვერსია და ქვეყნის უახლესი ისტორიის  ერთგვარი შეჯამება.

ნაწარმოებში ორი ხაზი ვითარდება: სტუდენტები, მათი რეალური ცხოვრება და მეორე დისიდენტური ხაზი, პროკლამაციების გავრცელების გეგმა, ადევნებები, ჩხრეკა და დაჭერები - ნესტან ნენე კვინიკაძემ  ახალი რომანით თინეიჯერული და პოსტთინეიჯერული პერიოდის ტრილოგია დაასრულა.


close დახურვა